პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ციფრული უფლებების სკოლაში მოხსენებით გამოვიდა. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც 29-31 იანვარს იმართება, იურისტები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგნელები ადამიანის ციფრულ უფლებებთან, კიბერუსაფრთხოებასთან, ინტერნეტის თავისუფლებასთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამდღიან ინტენსიურ კურსს გადიან. ინსპექტორმა სკოლის მონაწილეებთან საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა და პრაქტიკაზე ისაუბრა.
ღონისძიება ტარდება ინტერნეტ პოლიტიკის სამოქალაქო ინიციატივის საზოგადოებრივი ფონდის (Public Fund Civil Initiative on Internet Policy) ორგანიზებით. პროექტის პარტნიორები არიან ყირგიზეთის სოროსის ფონდი და ფონდი „ღია საზოგადოება“.