საქართველოსა და „Eurojust“-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
2018-02-02 11:34:38ევროპის მართლმსაჯულების სისტემის სტანდარტების შესაბამისი პროკურატურა, საგამოძიებო, და სასამართლო სისტემა - საქართველოსა და იუსტიციის ერთიან ორგანო ევროჯასტს შორის შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
ევროჯასტთან შეხვედრაზე, რომელიც სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვასა და საქართველოსთან ორმხრივი შეთანხმების გაფორმების საკითხებს ეხებოდა,
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სალომე ბახსოლიანი წარმოადგენდა.
„Eurojust“ ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანოა, რომლის ძირითადი საქმიანობა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ასევე, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის კოორდინაციაა. საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმება გაითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას შესაბამის უწყებებს შორის, აგრეთვე, მეკავშირე ოფიცრების ან მეკავშირე მაგისტრატების დანიშვნას. საქართველოსა და „Eurojust“-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირსა და მის ორგანოებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესის ნაწილია.
საქართველოდან ჩასულ დელეგაციას ევროჯასტის პრეზიდენტმა ლადისლავ ჰამრანმა და ორგანოს სხვა წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.