მონაცემთა დაცვის ფორუმი
2018-02-22 11:31:58

ფორუმის მონაწილეებს ლატვიის გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების მინისტრთან ერთად მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა მიმართა, რომელმაც ხაზი გაუსვა თანამედროვე ეპოქაში მონაცემთა დაცვის აუცილებლობასა და ევროკავშირის ახალი რეგულაციის მნიშვნელობას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს.
ინსპექტორმა ფორუმის სამართლებრივ ნაწილში აგრეთვე ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემაზე საქართველოში, ინსპექტორის აპარატის გაწეულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, საკანონმდებლო რეგულირების დახვეწის კუთხით.