“ზიანის არიდება ციფრულ სამყაროში” - ინსპექტორი ზაგრებში სამუშაო შეხვედრას ესწრება
2018-03-15 11:29:09
ევროპის საბჭოს 108-ე კონვენცია და მონაცემთა დაცვის ახალი ევროპული რეგულაცია - ზაგრებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლებისათვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეები მსჯელობენ თემაზე: „ზიანის არიდება ციფრულ სამყაროში: საბოლოო მზადება ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციისათვის“.
ღონისძიება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემთა დაცვის ოფისის ხელშეწყობით იმართება. სამუშაო შეხვედრას ექსპერტის რანგში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანიც ესწრება. ინსპექტორი ისაუბრებს ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციით დარეგულირებულ მთავარ საკითხებზე და იმ მოსალოდნელ გავლენებზე, რომელსაც მონაცემთა დაცვის ახალი ევროპული რეგულაცია საქართველოზე, როგორც ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოზე მოახდენს.
სამუშაო შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნიდან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.