პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2017 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგინა
2018-04-05 11:22:50გამოვლენილი სამართალდარღვევები და მათზე რეაგირების შედეგები, პრობლემატური საკითხები და მათი გამოსწორების გზები, პოზიტიური დინამიკა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა რიგით მეხუთე ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგინა.
დოკუმენტი მიმოიხილავს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ტენდენციებს, ინსპექტორის აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, გამოწვევებს, გამოვლენილ სამართალდარღვევებს, მათზე რეაგირების შედეგებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს.