პერსონალური მონაცემების დაცვა საარჩევნო პროცესში - ამომრჩევლის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით რეკომენდაციებზე მუშაობა დაიწყო
2018-05-25 11:16:13

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა განიხილეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს არსებული გამოწვევები, საუბარი შეეხო სამაგიდო სიებში არსებული მონაცემების დამუშავების საკითხებს, მოქალაქეთა ინფორმირებას წინასაარჩევნო გამოკითხვების პროცესში და ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ ისეთი ცვლილებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაზე,რომელიც მომავალი საპრეზიდენტო და ყველა შემდგომი არჩევნების პროცესში ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვას უზრუნველყოფს. დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები ამომრჩევლის ცნობიერების ამაღლების მიზნითაც.