თამარ ქალდანი ევროსაბჭოს საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
2018-06-21 11:10:45ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის პლენარულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი ბიუროს წევრად და პირველ ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს. საკონსულტაციო კომიტეტის სხდომა მოდერნიზებული კონვენციის დამტკიცების შემდეგ პირველად იმართება და საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მიმდინარეობს.
კომიტეტის პლენარული სხდომის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად განიხილება 108-ე კონვენციის მოდერნიზების პროცესი, ხელოვნური ინტელექტი, მედია და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთ წამყვანი პლატფორმაა. ინსპექტორის აპარატი საკონსულტაციო კომიტეტში საქართველოს მეოთხე წელია წარმოადგენს.