პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ჯანდაცვის დაწესებულებებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

2018-12-06 11:03:53
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება, პაციენტის თანხმობა,პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება და მათი დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ამჯერად ჯანდაცვის დაწესებულებებთან გამართა სამუშაო შეხვედრები.

შეხვედრების ფარგლებში განიხილებოდა ჯანდაცვის სფეროში პერსონალური მონაცემების დამუშავების სპეციფიკა, პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები.

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო მოთხოვნებზე და მათი დაცვის პრაქტიკულ ასპექტებზე. ასევე, გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც აპარატის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს არსებული პრაქტიკა.

სამუშაო შეხვედრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან ერთად უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი - ნინო კიკნაძე. შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწლიანი პროგრამა ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.