პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

2018-11-15 11:01:53

ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) ძირითადი მოთხოვნები და პრაქტიკა - ამ თემაზე სასაუბროდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შედგა დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რეგულაციის მოქმედების ფარგლები, სპეციფიური წესები და პრაქტიკაში არსებული გამოწვევები.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ საბანკო სექტორის, ტელეკომუნიკაციების და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები, აუდიტორული კომპანიები, ბიზნეს ასოციაციები და სხვა. შეხვედრას ესწრებოდა მოწვეული სტუმარი, პოლონეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენელი - ურსულა გორალი.

GDPR („General Data Protection Regulation“) ახალი ევროპული რეგულაციაა, რომელიც ძალაში 2018 წლის 25 მაისს ძალაში შევიდა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. რეგულაცია ვრცელდება არა მხოლოდ ევროკავშირში რეგისტრირებულ, არამედ იმ ორგანიზაციებზეც, რომლებიც ამუშავებენ ევროკავშირში მყოფი პირების მონაცემებს, მათ შორის არიან ქართული კომპანიებიც.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.