ინსპექტორის აპარატმა ყირგიზეთის დელეგაციას უმასპინძლა
2018-10-05 10:59:54პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოში არსებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თბილისს ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა. მთავრობის აპარატის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებსა და ეუთო-ს ბიშკეკის ოფისის თანამშრომლებს ინსპექტორის აპარატი 2 დღის განმავლობაში მასპინძლობდა.
ყირგიზეთის რესპუბლიკაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს შექმნა იგეგმება, შესაბამისად, დელეგაციის წევრები ინსპექტორის მანდატით, საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის პრაქტიკით, საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებით დაინტერესდნენ. მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, ინსპექტორის აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართყლებების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე.
ვიზიტის ფარგლებში ყირგიზეთის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტში, იუსტიციის სახლსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოშიც.