პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
2018-10-01 10:58:45„ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვა და არსებული გამოწვევები“ - 2018 წლის 25-26 სექტემბერს პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ინსპექტორის აპარატმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები ამჯერად აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო მოთხოვნები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მონაცემთა დაცვის სპეციფიკა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ასევე, გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც აპარატის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს არსებული პრაქტიკა.
შეხვედრები გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის („UNDP“) მხარდაჭერით.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწლიანი პროგრამა ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.