ბიზნესი და მონაცემთა დაცვა - თამარ ქალდანი კერძო სექტორის წარმომადგენლენს შეხვდა

2018-09-27 10:57:39

მონაცემთა დამმუშავებლების ვალდებულებები და კანონის მოთხოვნები; პირდაპირი მარკეტინგი და ვიდეოთვალთვალის წესები; ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაცია (GDPR) - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას 50-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ ინფორმაცია მიიღეს როგორც ქართული კანონმდებლობისა და პრაქტიკის, ისე ევროპული რეგულაციის მოთხოვნების შესახებ. ინსპექტორმა და აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა უპასუხეს ბიზნეს-სექტორის შეკითხვებსაც. შეხვედრის მონაწილეებს ინსპექტორის აპარატის მიერ შემუშავებულ გზამკვლევებიც დაურიგდათ.

ღონისძიება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, შეხვედრების ციკლის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია კერძო და საჯარო სექტორს შორის კომუნიკაციის გაძლიერებ