თამარ ქალდანმა საქართველოს გამოცდილება ყირგიზ კოლეგებს გაუზიარა
2018-06-28 10:55:34პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ მრგვალ მაგიდაზე მოხსენებით გამოვიდა. მონაწილეებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებზე, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს შექმნასა და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. ინსპექტორმა კოლეგებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა და პრაქტიკა გააცნო.
ღონისძიება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ორგანიზებით და ვენეციის კომისიისა და ინტერნეტ პოლიტიკის სამოქალაქო ინიციატივის საზოგადოებრივი ფონდის (Public Fund Civil Initiative on Internet Policy) მხარდაჭერით ჩატარდა.