თამარ ქალდანი ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის სხდომას ესწრება
2018-12-17 10:52:42

ბიუროს სხდომაზე განიხილავენ ისეთ თემებსაც, როგორიცაა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესაძლო განახლება, ხელოვნური ინტელექტი და მაკოლინის კონვენციის საკითხები. გარდა ამისა, მონაწილეები მიმოიხილავენ კომიტეტის თანამშრომლობას ევროპის საბჭოს სხვა კომიტეტებთან და ბიუროს მომავალი წლის საქმიანობასაც.
ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთ წამყვანი პლატფორმაა. ინსპექტორის აპარატი საკონსულტაციო კომიტეტში საქართველოს მეოთხე წელია წარმოადგენს. 2018 წლის ივნისში, 36-ე პლენარული სხდომის ფარგლებში თამარ ქალდანი საკონსულტაციო კომიტეტის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.