პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ევროპის საბჭოს საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს 42-ე სხდომას ესწრება
2017-09-13 17:44:07

ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის მოდერნიზების საკითხისა და კომიტეტის სამუშაო პროგრამის შესახებ, შემუშავდება კომიტეტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი და ძირითადი განსახილველი საკითხები.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარტი საკონსულტაციო კომიტეტში საქართველოს მეხუთე წელია წარმოადგენს. თამარ ქალდანი ბიუროს წევრად 2016 წლის ივნისში აირჩიეს.