ინტერნეტ მმართველობის ფორუმი

2017-09-12 17:42:41

ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, საავტორო უფლებები ინტერნეტში, პროპაგანდა, ახალი რეგულაციები პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით - ეს ის თემებია, რომლებიც საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმზე განიხილეს.

ფორუმზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი ანი ნოზაძე წარმოადგენდა. მან ინტერნეტისა და ტექნოლოგიების ეპოქაში პერსონალური მონაცემების დაცვაზე, ევროკავშირის ახალ რეგულაციაზე და პერსონალური მონაცემების სტანდარტის ამაღლების კუთხით საჯარო და კერძო სექტორის როლზე ისაუბრა.

საქართველოში ინტერნეტ მმართველობის ფორუმი უკვე მესამედ იმართება. ფორუმი ევროპის საბჭოს (COE), ინტერნეტ საზოგადოების (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) და ევროპის რეგიონალური ინტერნეტ რეგისტრატორის (RIPENCC) მხარდაჭერით და მონაწილეობით ჩატარდა.

იხილეთ ფოტო გალერია