პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სტრასბურგში საკონსულტაციო კომიტეტის სხდომას დაესწრო

2017-06-21 16:49:32

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება, პრაქტიკული სახელმძღვანელო პოლიციის სექტორისათვის, ტექნოლოგიების შერწყმა და ხელოვნური ინტელექტი - სტრასბურგში “პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვის შესახებ” კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის 34-ე პლენარული სხდომა იმართება. საქართველოს სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი წარმოადგენს.

2016-2017 წლების სამუშაო პროგრამის ფარგლებში სხდომაზე ბევრ სხვა საკითხთან ერთად განიხილეს კომიტეტის რეკომენდაციები და დაამტკიცეს კომიტეტის სამუშაო გეგმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საკონსულტაციო კომიტეტში საქართველოს მეოთხე წელია წარმოადგენს. თამარ ქალდანი ბიუროს წევრად 2016 წლის ივნისში აირჩი