პერსონალური მონაცემები და პრაქტიკული შემთხვევების მართვა - ინსექპტორის აპარატი მანჩესტერში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს
2017-06-21 16:48:30

ქ. მანჩესტერში შეხვედრებს ესწრებიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში სალომე ბახსოლიანი გამოცდილებას გაუზიარებს მონაწილეებს და წარადგენს მოხსენებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის მექანიზმების შესახებ.
გარდა ამისა, 21-22 ივნისს იმართება პერსონალურ მონაცემთა დაცვის გლობალური ქსელის (GPEN) პრაქტიკოსთა სამუშაო შეხვედრაც, რომელზეც განიხილება ინსპექტირების პროცესის პრაქტიკული ასპექტები, დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის თავისებურებები. შეხვედრების მიზანია ამ მიმართულებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაძლიერება.