ტრენინგი დაინტერესებული პირებისათვის
2017-04-28 16:37:14პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ოფისში თემით დაინტერესებული პირებისთვის, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მორიგი ტრენინგი გაიმართა.
მას ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე უძღვებოდა, რომელიც აუდიტორიას პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებსა და საფუძვლებზე, ინსპექტორის როლსა და მანდატზე ესაუბრა, ასევე განუმარტა მოქალაქეთა უფლებები და თუ როგორ უნდა მიმართონ ინსპექტორს.
შეხვედრაზე შეკითხვები დაისვა: საშვთა ბიუროში მონაცემთა დამუშავებაზე, სესხის ამომღები და საკრედიტო კომპანიების მიერ მონაცემების შეგროვება გაცემის საკითხებზე, ჟურნალისტებისათვის მონაცემთა გადაცემაზე და სხვა...
ტრენინგზე თვალსაჩინოებისათვის განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის პრაქტიკაში არსებული მაგალითები.
შეგახსენებთ, რომ თემით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგი ყოველ თვე იმართება.