ტრენინგი ჯიპას ადმინისტრაციის წევრებისათვის
2017-04-21 16:35:10საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, GIPA-ს, პროგრამის ხელმძღვანელებისათვის, კოორდინატორებისა და ადმინისტრაციის წევრებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ტრენინიგი ჩაატარა.
აპარატის ტრენინგების მენეჯერთან ნატალია მიქელაძესთან ერთად შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონსა და მისი სპეციფიკაზე, ინსპექტორის მანდატზე, მონაცემთა დამუშავების საფუძვლებსა და პრინციპებზე, ვიდეოთვალთვალსა და მონაცემთა სუბიექტის უფლებებზე.
ტრენინგის მონაწილეებმა დასვეს მათთვის აქტუალური შეკითხვებიც. კერძოდ დაინტერესდნენ მონაცემების მესამე პირებზე გაცემა-გასაჯაროვების, ინფორმაციის მოთხოვნის, გასწორებისა და წაშლის უფლების, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საკითხებით.
გასული წლის განმავლობაში ინსპექტორის აპარატმა 31 ტრენინგი გამართა, რომელშიც საჯარო და კერძო ორგანიზაციების 800-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.