პერსონალური მონაცემები, უვიზო მიმოსვლა და მიგრაცია
2017-04-03 16:29:06

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებმა საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსმა ნინო სარიშვილმა და ტრენინგების მენეჯერმა ნატალია მიქელაძემ ისაუბრეს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე, ინსპექტორის მანდატზე, თანამედროვე გამოწვევებზე და აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე.
ჟურნალისტების განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მონაცემების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები. საუბარი შეეხო დავიწყების უფლებას, პირდაპირ მარკეტინგს, ბალანსს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის.
შეხვედრა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის, ICMPD-ს მხარდაჭერით პროექტ „ENNIGMA”-ს ფარგლებში გაიმართა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.