პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ევროპის საბჭოს საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს 41-ე სხდომას ესწრება

2017-03-30 15:19:09

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის საკითხები, პერსონალური მონაცემების დამუშავება და გამოყენება სამართალდამცავ სექტორში, თანამშრომლობა ევროპის საბჭოს სხვა კომიტეტებთან - სტრასბურგში ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს 41-ე სხდომა იმართება.

ბიუროს სხდომის მონაწილეები იმსჯელებენ პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის მოდერნიზების საკითხზე. შეხვედრაზე ასევე მომზადდება კომიტეტის პლენარული სხდომა და შემუშავდება დღის წესრიგი. სხდომაში მონაწილეობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საკონსულტაციო კომიტეტში საქართველოს მეოთხე წელია წარმოადგენს. თამარ ქალდანი ბიუროს წევრად 2016 წლის ივნისში აირჩიეს.