ჟურნალისტებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე კიდევ ერთი სემინარი გაიმართა

2017-03-18 15:16:46

„კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების გაშუქება მედიასაშუალებებით − ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილება“ - 16-18 მარტს თელავში ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა. მედიის წარმომადგენლებმა თემის შესახებ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლების, ესტონელი ექსპერტების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამსახურის წარმომადგენლებისგან მიიღეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტრის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნინო სარიშვილი ჟურნალისტებს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე, აპარატის საქმიანობაზე, ძირითად ფუნქციებზე, ინსპექტორის როლსა და მანდატზე, მონაცემების დამუშავების პრინციპებსა და საფუძვლებზე, საერთაშორისო პრაქტიკასა და თანამედროვე გამოწვევებზე ესაუბრა.

სემინარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და ევროკავშირის პროექტ „Twinning“-ის ორგანიზებით ჩატარდა.