პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის ტრენინგი გაიმართა
2017-02-28 15:08:472017 წლის 28 თებერვალს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ტრენერთა ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგს, რომელსაც პერონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე უძღვებოდა 20-მდე მონაწილე დაესწრო.
შეხვედრის ფარგლებში ნატალია მიქელაძემ დამსწრე საზოგადოებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა, მონაცემების დამუშავების წესები, პრინციპები და საფუძვლები, ინსპექტორის როლი და მანდატი გააცნო. აგრეთვე ისაუბრეს პოლიტიკურ შეხედულებებზე და მოქალაქის პირადი ინფორმაციის გასაჯაროვების წესებსა და რეგულაციებზე.
ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესები, პირდაპირი მარკეტინგი,პერსონალური მონაცემების დამუშავების საკანონმდებლო რეგულაციები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, ბალანსი საჯარო ინფორმაციის გაცემასა და პერსონალური მონაცემების დაცვას შორისეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომლითაც შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები დაინტერსდნენ.
შეხვედრაზე თვალსაჩინოებისათვის მოიყვანეს ინსპექტორის აპარატის პრაქტიკაში არსებული კონკრეტული მაგალითები და შემთხვევები.
„პერსონალური მონაცემების დაცვა ყველა ორგანიზაციის ვალდებულებაა, ჩვენი ტრენინგის მიზანი იყო, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვს განგვემარტა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მოთხოვნები და პასუხები გაგვეცა იმ შეკითხვებისთვის, რომლებიც მათ პრაქტიკიდან გამომდინარე აქვთ“ - აღნიშნა ნატალია მიქელაძემ.
ტრენინგი IRI საქართველოს ორგანიზებით გაიმართა.