ინსპექტორის აპარატში დაინტერესებულ პირთათვის ტრენინგი გაიმართა
2017-02-24 15:07:29

მას ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე უძღვებოდა, რომელიც აუდიტორიას პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებსა და საფუძვლებზე, ინსპექტორის როლსა და მანდატზე ესაუბრა, ასევე განუმარტა მოქალაქეთა უფლებები და თუ როგორ უნდა მიმართონ ინსპექტორს.
შეხვედრაზე შეკითხვები დაისვა: მონაცემების დამუშავების, უნებართვოდ გასაჯაროვების, ვიდეოთვალთვალის, სარეკლამო შეტყობინებაზე უარისთქმის მექანიზმების თაობაზე და სხვა. ტრენინგზე თვალსაჩინოებისათვის განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის პრაქტიკაში არსებული მაგალითები.
შეგახსენებთ, რომ თემით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგი ყოველ თვე იმართება. ტრენინგზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს http://app.pdp.ge/Training