პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შეხვდა

2017-02-06 15:04:11

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, ინსპექტორის აპარატის როლი და ეფექტური კონტროლის მექანიზმები - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ამ საკითხებზე სასაუბროდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს უმასპინძლა.

შეხვედრას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინადადებით გაიმართა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი, მისი მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.

საქართველოს პარლამენტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობას მიმდინარე კვირიდან იწყებს. ცვლილებების მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულებაა.