პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა სასწავლო ვიზიტის ფარგლებში სომეხ კოლეგებს უმასპინძლა.
2016-12-16 14:51:04

სომხეთის დელეგაცია საქართველოში სასწავლო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. კოლეგებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ჩარჩო, აპარატის სტრუქტურა და კომპეტენციები გააცნეს და გამოცდილება გაუზიარეს.
სასწავლო ვიზიტი ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს ფარგლებში გაიმართა.