პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სომეხ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა
2016-12-07 14:47:51[caption id="attachment_4442" align="alignnone" width="1984"]
A public discussion on the topic of 'Personal data protection in Armenia and Georgia. Challenges and Priorities for action' took place at Congress Hotel[/caption]პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სომხეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს როლისა და აქტივობების შესახებ გამართულ საჯარო დისკუსიას დაესწრო. დისკუსია ერევანში გამოხატვის თავისუფლების დაცვის კომიტეტის პროექტის ფარგლებში გაიმართა.
თამარ ქალდანმა ისაუბრა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მანდატსა და ფუნქციებზე, მისი ორგანიზაციული და ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტიებზე, განხორციელებულ აქტივობებზე, მიღწეულ შედეგებზე, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესზე, გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
შეხვედრაზე სიტყვით ასევე გამოვიდა სომხეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენელი.
საჯარო დისკუსიას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მედია, საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
სომხეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო 2015 წლის დეკემბერში შეიქმნა.