პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ევროსაბჭოს საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს სხდომას ესწრება

2016-12-01 14:47:05

2016 წლის 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით სტრასბურგში ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს მე-40 სხდომა იმართება. სხდომაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი მონაწილეობს.

სხდომაზე განიხილება შემდეგი საკითხები: 108-ე კონვენციის მოდერნიზება, დიდი რაოდენობის მონაცემები (Big Data), ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დაცვა, პოლიციის მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავება, ევროპის საბჭოს ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხები, წლის განმავლობაში კომიტეტის მუშაობის ძირითადი მიმართულებები.

ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკონსულტაციო კომიტეტში ინსპექტორის აპარატი საქართველოს უკვე მესამე წელია წარმოადგენს.