პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემით დაინტერესებულ პირთათვის ტრენინგი გაიმართა

2016-11-25 14:44:45

 

მათთვის, ვისაც პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები აინტერესებს 2016 წლის 25 ნოემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ოფისში მორიგი ტრენინგი გაიმართა, რომელსაც ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე უძღვებოდა.

შეხვედრას ესწრებოდა კერძო და საჯარო ორგანიზაციების 20 წარმომადგენელი. ტრენერი დამსწრე აუდიტორიას პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებსა და საფუძვლებზე, ინსპექტორის როლსა და მანდატზე ესაუბრა, ასევე განუმარტა მოქალაქეთა უფლებები და თუ როგორ უნდა მიმართონ ინსპექტორს.

შეხვედრაზე თვალსაჩინოებისათვის განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის პრაქტიკაში არსებული მაგალითები, ისაუბრეს მონაცემების დამუშავების, უნებართვოდ გასაჯაროვების, ვიდეოთვალთვალის, სარეკლამო შეტყობინებაზე უარისთქმის მექანიზმების თაობაზე და სხვა.

თემით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგი ყოველ თვე იმართება. შემდეგი ტრენინგი ინსპექტორის აპარატში 23 დეკემბერს არის ჩანიშნული. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს http://app.pdp.ge/Training