პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლაში მიღება დაიწყო

2016-11-21 14:42:31

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, გაეროს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასათვის" ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, აცხადებს სტუდენტების მიღებას 2017 წლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლის მიზანია იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თანამედროვე ეპოქაში პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სტუდენტები სკოლის გავლის შედეგად შეიძენენ ცოდნას, თუ რატომ და როგორ უნდა დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები. აქტიური და ინფორმირებული ახალგაზრდები - კი, ხელს შეუწყობენ საზოგადოებაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის დამკვიდრებას.

ზამთრის სკოლაში ლექციებს წაიკითხავენ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ექსპერტები. სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა;
  • პერსონალური მონაცემების დაცვა თანამედროვე ეპოქაში (Big Data, სოციალური ქსელები, ინტერნეტზე დაფუძნებული სერვისები და სხვა);
  • პერსონალური მონაცემების დაცვა და დანაშაულის პრევენცია (კიბერდანაშაული, ტერორიზმთან ბრძოლა, ტრეფიკინგი და სხვა.);
  • ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის;
  • პერსონალური მონაცემების დაცვის განვითარების თანამედროვე ტენდენციები, მონაცემთა დაცვის ევროპული რეფორმა;
  • მოქალაქეთა უფლებები და მათი დაცვის გარანტიები;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით.
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობა და არსებული პრაქტიკა.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის და ჟურნალისტიკის მიმართულების (ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის და მაგისტრატურის) სტუდენტებს.

ზამთრის სკოლა ტარდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ, გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებშიმიგრაციისპოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთანთანამშრომლობით.

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლაში მონაწილეობა უფასოა ( ზამთრის სკოლაში მონაწილეობის, განთავსებისა და მგზავრობის ხარჯებს უზრუნველყოფს გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი "ადამიანის უფლებები ყველასათვის" )
  • ზამთრის სკოლა გაიმართება 2017 წლის 28 იანვარიდან - 3 თებერვლამდე
  • განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2016 წლის 1 დეკემბერი
  • განცხადების შემოსატანად ეწვიეთ ბმულს