პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე სამართლის ლექტორებისთვის საკვირაო სემინარი ჩატარდება
2016-11-18 14:40:05

სემინარის მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოში პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ინსპექტორის აპარატის უფლებამოსილებასა და პრაქტიკაზე, მონაცემთა დაცვის კანონმდებლობაზე და მისი აღსრულების მექანიზმებზე. ასევე, განხილული იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ურთიერთმიმართება სხვა უფლებებთან. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ევროპაში მიმდინარე მონაცემთა დაცვის რეფორმასთან დაკავშირებით.
საკვირაო სემინარების მთავარი მიზანი ლექტორებისა და აკადემიური პერსონალის ცნობიერების ამაღლება და პერსონალური მონაცემების დაცვის, როგორც სასწავლო დისციპლინის დამკვიდრების წახალისებაა.
მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ დაესწრონ:
შაბათს, 19 ნოემბერს, 2016. 14:00 ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი (ილიას გორა, ყვარელი)
საკონტაქტო პირი:
მარიამ გომარელი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.
მობილური: 571 52 55 52
Email: mgomareli@pdp.ge