„ახალი ჰორიზონტები პერსონალურ მონაცემთა დაცვისთვის“ - ქართული დელეგაცია მაროკოში საერთაშორისო კონფერენციას ესწრება
2016-10-17 14:36:59კონფერენცია პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროს ახალ გამოწვევებს ეძღვნება. მომდევნო 4 დღის მანძილზე დელეგატები რამდენიმე დოკუმენტის ტექსტზე იმსჯელებენ. იგეგმება რეზოლუციებისა და დეკლარაციის მიღებაც.
ეს უკვე 38-ე საერთაშორისო კონფერენციაა, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტარდება. გასულ წელს ღონისძიებას ნიდერლანდები მასპინძლობდა.