პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა მოლდოველ კოლეგებთან მემორანდუმი გააფორმა
2016-10-11 14:35:18

მოლდოვის რესპუბლიკის პერსონალური მონაცემების დაცვის ეროვნული ცენტრი უკვე მერვე წელია ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელი ედუარდ რადუკანი საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს ერთდღიანი ვიზიტით სტუმრობდა. ის აპარატის მუშაობის ისტორიასა და სპეციფიკას გაეცნო. მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილებაც გაუზიარეს.