დაიწყო განაცხადების მიღება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკვირაო სემინარებზე

2016-10-01 14:34:14

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, აცხადებს მონაწილეთა მიღებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკვირაო სემინარზე, რომელიც განკუთვნილია სამართლის დარგში მომუშავე პროფესორ-მასწავლებლებისთვის. საკვირაო სემინარები გაიმართება იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ქ. ყვარელში - 2016 წლის 19-20 და 26-27 ნოემბერს.

მიზანი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკვირაო სემინარის მიზანია, აკადემიური პერსონალის, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა ცნობიერების დონის ამაღლება და პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე მეცნიერული მსჯელობის და ღია დისკუსიების ხელშეწყობა.

ვისთვისაა საკვირაო სემინარი

  1. 1. პირველი ჯგუფი - 2016 წლის 19-20 ნოემბერს დაგეგმილი საკვირაო სემინარი განკუთვნილიასაქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, კერძოდ სამართლის დარგში მომუშავე პროფესორ-მასწავლებლებისთვის, რომლებიც აკადემიურ საქმიანობას ეწევიან შემდეგ დისციპლინებში: სამოქალაქო სამართალიადმინისტრაციული სამართალი და სისხლის სამართალი.
  2. 2. მეორე ჯგუფი - 2016 წლის 26-27 ნოემბერს დაგეგმილი საკვირაო სემინარი განკუთვნილიასაქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, კერძოდ სამართლის დარგში მომუშავე პროფესორ-მასწავლებლებისთვის, რომლებიც აკადემიურ საქმიანობას ეწევიან შემდეგ დისციპლინებში: ევროკავშირის სამართალიიძულებით ადგილნაცვალთა და ლტოლვილთა სამართალისაჯაროადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალიმიგრაციის სამართალიადამიანის უფლებათასაერთაშორისო სამართალიპრეცედენტული სამართალი და მედია სამართლი.

რას მივიღებ კურსის გავლით

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკვირაო სემინარის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონცეფცია და ძირითადი პრინციპები, გაეცნობიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ სისტემას, რაც მათ სასწავლო, სამეცნიერო, კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის.

საკვირაო სემინარის დასასრულს მონაწილეებს ექნებათ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:

  • საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა და პრაქტიკა.
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული სისტემები და მექანიზმები;
  • „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ კონვენცია და მისი მექანიზმები.

მონაწილეების შერჩევა

2-დღიანი საკვირაო სემინარის მონაწილეები სპეციალური კომისიის მიერ შეირჩევა.

კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.

საკვირაო სემინარში მონაწილეობა უფასოა. სემინარში მონაწილეობის, განთავსებისა და მგზავრობის ხარჯებს უზრუნველყოფს გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი „ადამიანის უფლებები ყველასათვის“.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@pdp.ge სამოტივაციო წერილში უნდა იყოს აღწერილი, თუ რატომ გსურთ საკვირაო სემინარში მონაწილეობა და როგორ დანერგავთ მას თქვენს სამომავლო საქმიანობაში. სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას. გამოგზავნილი დოკუმენტები შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. (საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: თბილისი, ნ. ვაჩნაძის #7, 0105 ტელ: +995 32 242 1000 ვებგვერდი: www.personaldata.ge). გთხოვთ, წერილში მიუთითოთ რომელ ჯგუფში (მაგ. პირველი ჯგუფი) გსურთ მონაწილეობის მიღება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2016 წლის 1 ნოემბერი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ზედამხედველობს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას. ინსპექტორის და მისი აპარატის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ (28/12/2011). კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

საკვირაო სემინარები ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის და ევროკავშირის მხარდაჭერით „ადამიანის უფლებები ყველასათვის“(ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისა დამონიტორინგის ხელშეწყობა) პროექტის ფარგლებში და იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.