განახლდა ტრენინგები პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის
2016-09-30 14:30:31

შეხვედრის მონაწილეები მონაცემების დამუშავების პრინციპებით, მათი უნებართვოდ გასაჯაროებით, ვიდეოთვალთვალით, სარეკლამო შეტყობინებაზე უარის თქმის მექანიზმებით და სხვა საკითხებით დაინტერესდნენ. ტრენინგებს ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე უძღვებოდა,
შეხვედრაზე თვალსაჩინოებისათვის განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის პრაქტიკაში არსებული მაგალითებიც.
ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემით დაინტერესებული პირებისათვის, ინსპექტორის აპარატის ინიციატივით ყოველ თვე რეგულარულად იმართება.
შემდეგი ტრენინგი ინსპექტორის აპარატში 28 ოქტომბერს არის ჩანიშნული. მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე: https://app.pdp.ge/Training