ICO-ს ექსპერტები საქართველოში - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს გამოცდილება ბრიტანელმა კოლეგებმა გაუზიარეს
2016-09-29 14:26:47პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, ინსპექტირების მეთოდები, ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს 27 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ინფორმაციის კომისრის ოფისის (ICO) წარმომადგენლები ეწვივნენ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ექსპერტები, ჯონ პიერ ლემბი და ვიქტორია ჰითი, ინსპექტორის აპარატში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. შეხვედრებისა და დისკუსიების ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებმა მათგან მოისმინეს რეკომენდაციები და დასკვნები, ასევე, გააცნეს ქართული პრაქტიკა. ვიზიტი “UK-Georgia Reform Assistance” პროგრამის ფარგლებში შედგა.
დიდი ბრიტანეთის ინფორმაციის კომისრის ოფისი პერსონალურ მონაცემების დაცვის სფეროში ერთ-ერთი მოწინავე საზედამხედველო ორგანოა მსოფლიოს მასშტაბით. ინსპექტორის აპარატი მიღებული რეკომენდაციებისა და გამოცდილების სამომავალო საქმიანობაში აქტიურად გამოყენებას გეგმავს.