ინსპექტორის აპარატის 3წლიანი საქმიანობა ციფრებში
2016-07-12 14:18:53პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობა ყოველწლიურად მზარდია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლის მიზნით ახორციელებს კერძო და საჯარო ორგანიზაციების ინსპექტირებას. ინსპექტირებები ხორციელდება, როგორც მოქალაქის განცხადების საფუძველზე, ისე ინსპექტორის ინიციატივით. იხილეთ ინფოგრაფიკა 2013 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 ივლისამდე განხოცირციელებული ინსპექტირებების და გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ერთი-ერთი ძირითადი ფუნქციაა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა და მოქალაქეებისთვის და ორგანიზაციებისთვის კონსულტაციების გაწევა. 2013 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 ივლისამდე განხილული განცხადებების და გაწეული კონსულტაციების შესახებ იხილეთ ინფოგრაფიკა.
ინსპექტორის აპარატის 3წლიანი საქმიანობის შესახებ ფაქტების კრებული მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გაეროს ოთხი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).