საქართველოს პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურები წარედგინა
2016-06-08 14:01:052016 წლის 8 ივნისს, საქართველოს პარლამენტს ბიუროს სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე თამარ ქალდანის და ნიკოლოზ ლეგაშვილის კანდიდატურები წარედგინა.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი 14 დღის ვადაში უნდა აირჩიოს. არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურები კონკურსის შედეგად შეარჩია და 2016 წლის 29 მაისს მთავრობის მეთაურს ორი კანდიდატი თამარ ქალდანი და ნიკოლოზ ლეგაშვილი წარუდგინა, რის შემდეგაც პრემიერმა კანდიდატურები პარლამენტს წარუდგინა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სამწლიანი ვადით ირჩევა. 2013 წლიდან დღემდე ამ თანამდებობას თამარ ქალდანი იკავებს.