პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა
2016-05-31 13:57:582016 წლის 31 მაისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში (ალმა-მატერი) პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციას უნივერსიტეტის წარმომადგენლები და 50-მდე სტუდენტი დაესწრო. მონაწილეებს პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე, პერსონალურ მონაცემთა დაცის ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯრი ნატალია მიქელაძემ ესაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით არსებული თანამეროვე გამოწვევები, ინსპექტორის აპარატის საქმიანობის სპეციფიკა და ფუნქციები.
პერსონალური მონაცემების დაცვის თემა სტუდენტებისთვის საინტერესო იყო, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული ლექციის პროცესში. მათ შეკითხვები დასვეს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ფარული მოსმენების განხორციელება და პირდაპირი მარკეტინგი. ლექციაზე იმსჯელეს სოციალურ ქსელებში გაზიარებული ინფორმაციის გამო გამოწვეულ პრობლემებზე. განიხილეს, გარდაცვლილი ადამიანის პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებიც.
სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მუდმივად მართავს საჯარო ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.
აპარატი საქართველოს უნივერსიტეტებში საჯარო ლექციების ჩატარებას სექტემბრიდან განაახლებს.