თამარ ქალდანი კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრებს შეხვდა
2016-05-19 13:51:19

„ჩვენ დეტალურად გავეცანით კამპანიის მიერ შემოთავაზებულ ვერსიებსა და მათთან ერთად განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, როგორ არის აღქმული ინსპექტორის როლი და ხომ არ მოხდება გარკეული გადაფარვები საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებთან“- განაცხადა თამარ ქალდანმა.
ინსპექტორმა ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან და მასზე ზედამხდველობასთან დაკავშირებით.
„ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო პირადი ცხოვრების უფრო მყარი გარანტიების შექმნა და აქედან გამომდინარე, როგორც ადრე ვიყავით ჩართულები კანონშემოქმედებით საქმიანობაში, ახლაც ვაპირებთ ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფთან შევაჯეროთ როგორც პოზიციები, ისე ერთიანი ხედვები და დეტალებში განვიხილოთ საზედამხედველო ორგანოს ფუნქციები“ - აღნიშნა ინსპექტორმა.