აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის თანამშრომლები პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციებს გაეცნენ
2016-05-10 13:46:37

შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან ერთად, განიხილეს პერსონალურ მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული პრაქტიკული მაგალითები. ისაუბრეს ფაილური სისტემის კატალოგის შევსების სპეციფიკასა და მონაცემთა საერთაშორისო გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, განიხილეს პერსონალური მონაცემთა დამუშავების სხვა რეგულაციები.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბანკებში დიდი მოცულობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ბანკისთვის სათანადოდ იყოს განმარტებული მონაცემთა დამუშავების რეგულაციები და მოქალაქეთა უფლებები. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციების საქმიანობა შესაბამისობაში მოვიდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ არსებულ კანონთან“ - განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერმა ნატალია მიქელაძემ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი კერძო და საჯარო ორგანიზაციების თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების მიზნით მუდმივად მართავს ტრენინგებს.