შეხვედრა პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე
2016-05-09 13:43:252016 წლის 9 მაისს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განიხილეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში და შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის საკითხები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში პარლამენტის როლის გაზრდის მიზნით. წარდგენილი ცვლილებები ასევე ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის პარლამენტისათვის წარდგენისა და განხილვის პროცედურების სრულყოფას. შეხვედრას ესწრებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სალომე ბახსოლიანი. თამარ ქალდანის თქმით, პროცედურების გაწერა მეტ სიცხადეს შეიტანს პროცესში. მნიშვნელოვანია, დროის ფაქტორი იყოს გაწერილი- როდის ხდება ანგარიშის განხილვა, რა ეტაპებს გადის ანგარიში საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში და როგორ იქნება ეს ვადებში გაწერილი.
თამარ ქალდანის კომენტარი: