ევროპის პარლამენტმა მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაცია მიიღო
2016-05-04 13:38:39
2016 წლის აპრილის თვეში ევროპის პარლამენტმა კენჭი უყარა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ახალ რეგულაციას და მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოქმედი წესების შეცვლის თაობაზე. ახალი რეგულაციის მიზანია სამართლებრივი ნორმები შესაბამისობაში მოვიდეს თანამედროვე ტექნოლოგიურ პროგრესთან. მიღებული რეგულაციები ძალაში ორ წელიწადში შევა. ამ პერიოდში მონაცემთა დამმუშავებელმა კომპანიებმა, საკუთარი ბიზნესპროცესები ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ.
მონაცემთა დაცვის ახალ რეგულაციაში განსაკუთრებული აქცენტი კიბერ უსაფრთხოებაზე გაკეთდა, რადგან არსებული სტანდარტი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სწრაფად იცვლება და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გახდა მონაცემების დაშიფვრის აუცილებლობა. მონაცემებზე უკანონო წვდომის და გაჟონვის გახშირებული ფაქტების გამო კომპანიებმა მათ ხელთ არსებული მონაცემები უნდა დაიცვან მონაცემთა დაშიფვრის გზით, რათა მათზე უკანონო წვომის განხორციელების შემთხვევაში, შეუძლებელი იყოს ინფორმაციის შინაარსის ნახვა.
გარდა ამისა, ევროკავშირის მოქალაქეთა მონაცემებზე უკანონო წვდომისა და გამჟღავნების ფაქტი, თუ მან საფრთხე შეუქმნა მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებებს, შესაბამის საზედამხედველო ორგანოს უნდა ეცნობოს 72 საათის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციის დარღვევისათვის კომპანიებს დაეკისრებათ საკმაოდ სოლიდური ჯარიმა, ჯარიმების რაოდენობა საკმაოდ არის გაზრდილი და კომპანიების დაჯარიმება შესაძლებელი იქნება წლიური ბრუნვის 4%-მდე ან 20 000 000 ევროს ოდენობით, რაც ბიზნესისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაკრგი იქნება. რაც შეეხება ნაკლებად მნიშვნელოვან ინციდენტებს, ჯარიმა იქნება წლიური ბრუნვის 2%-მდე ან 10 000 000 ევრო