პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემით დაინტერესებულ პირთათვის ტრენინგი გაიმართა
2016-04-22 13:29:042016 წლის 22 აპრილს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ოფისში თემით დაინტერესებული პირებისთვის, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მორიგი ტრენინგი გაიმართა.
მას ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე უძღვებოდა, რომელიც აუდიტორიას პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებსა და საფუძვლებზე, ინსპექტორის როლსა და მანდატზე ესაუბრა, ასევე განუმარტა მოქალაქეთა უფლებები და თუ როგორ უნდა მიმართონ ინსპექტორს.
შეხვედრაზე შეკითხვები დაისვა: მონაცემების დამუშავების, უნებართვოდ გასაჯაროვების, ვიდეოთვალთვალის, სარეკლამო შეტყობინებაზე უარისთქმის მექანიზმების თაობაზე და სხვა. ტრენინგზე თვალსაჩინოებისათვის განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის პრაქტიკაში არსებული მაგალითები.
შეგახსენებთ, რომ თემით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგი ყოველ თვე იმართება. შემდეგი ტრენინგი ინსპექტორის აპარატში 3 ივნისს არის ჩანიშნული. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს http://app.pdp.ge/Training