შეხვედრა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლებთან

2016-04-20 13:27:49

 

2016 წლის 20 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ანა ზეცი და მედია პროგრამის ოფიცერი მამუკა ანდღულაძე.

შეხვედრის თემა იყო ორმხრივი თანამშრომლობა, ამ თანამშრომლობის ფარგლებში სამომავლოდ განსახორცილებელი პროექტების განხილვა და ევროპის საბჭოს მხრიდან ინსპექტორის აპარატის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა.

ანა ზეცი დაინტერესდა, რამდენად ხშირად მომართავენ მოქალაქეები ინსპექტორს განცხადებით და როგორ ხდება მონაცემთა დაცვაზე ზედამხედველობა. ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა სტუმრებს მადლობა გადაუხადეს თანამშრომლობისთვის, მოკლედ გააცნეს საქმიანობა და არსებული გამოწვევები, ისაუბრეს იმ თემატური რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც უკვე მომზადდა და რომელზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს.