აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებისათვის ტრენინგი გაიმართა

2016-04-11 13:20:43

 

2016 წლის 11 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგი გაიმართა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერმა ნატალია მიქელაძემ ტრენინგის მონაწილეებთან ერთად განიხილა ის საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც მონაცემთა დაცვის კუთხით საქართველოში არსებობს, ასევე ინსპექტორის აპარატის მანდატი და მისი მუშაობის სპეციფიკა, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა მონაცემთა დამუშავების საფუძვლებსა და პრინციპებზე, მონაცემების გასაჯაროებისა და შენახვის ვადებზე, ასევე ვიდეოთვალთვალის და შენობაში შესვლა-გასვლის დროს მონაცემთა დამუშავებაზე.

ტრენინგის მონაწილეების შეფასებით აღნიშნული ინფორმაცია მათ ყოველდღიურ საქმიანობაში გამოადგებათ და შეძლებენ, მონაცემები კანონის სრული დაცვით დაამუშაონ.

ინსპექტორის აპარატის მიერ კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება კვლავაც გრძელდება, 2016 წლის 1 კვარტლის მონაცემებით, პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგებს 300-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.