პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ნოტარიუსებისთვის ტრენინგი გაიმართა
2016-04-08 13:19:32

ტრენინგის მიზანი იყო პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე ნოტარიუსების ცოდნის გაღრმავება და მათი საქმიანობისას სწორი პრაქტიკის დანერგვა.
შეხვედრაზე განიხილეს მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის პერსონალური მონაცემების დამუშავების საკანონმდებლო რეგულაციები, ვიდეოთვალთვალი, მონაცემთა გასაჯაროება, პერსონალურა მონაცემების სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა, მოქალაქეთა უფლებები, ინსპექტორის აპარატი საქმიანობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებმა უპასუხეს ნოტარიუსთა საქმიანობასთან და პრაქტიკასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.
ტრენინგი ნოტარიუსთა პალატის ორგანიზებით ჩატარდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. შემდეგი ტრენინგი იუსტიციის უმაღლეს სკოლაშია დაგეგმილი.