ფაილური კატალოგი უკვე ხელმისაწვდომია

2016-04-06 13:18:33

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ფაილური კატალოგების რეესტრში ამ დროის მონაცემებით 119 საჯარო და 78 კერძო ორგანიზაციის 930 ფაილური კატალოგია (მონაცემთა ბაზების აღწერილობა) შესული.

რეესტრში ინფორმაციის მოძიება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. საჯარო და კერძო ორგანიზაციებს, რომლებიც მათი საქმიანობის პროცესში ქმნიან და იყენებენ პერსონალურ მონაცემთა შემცველ ბაზებს, საქართველოს კანონმდებლობით ევალებათ ფაილური სისტემის კატალოგის წარმოება და ინსპექტორისთვის შეტყობინების წარდგენა.

Catalogue.pdp.ge-ზე ინფორმაციის განთავსება და განახლება 2015 წლიდან ელექტრონულად არის შესაძლებელი.

https://catalog.pdp.ge/SearchCatalogue