პარლამენტში კანონის გამკაცრებაზე იმსჯელეს
2016-03-19 13:10:142016 წლის 19 მარტს საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და მისი მოადგილე ნიკა ბრეგვაძე დაესწრნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეები, მთავარი პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალის გავრცელების საკითხსა და გამოძიების მიმდინარეობაზე იმსჯელეს და აღინიშნა, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებისთვის სასჯელის გამკაცრება აუცილებელია და ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწა უნდა მოხდეს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის შემთხვევაში კანონის გამკაცრებას და უკვე არსებული კანონის რამდენიმე მუხლში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანას გულისხმობს.
შეხვედრის შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების დაცვის პოლიტიკის თვალსაზრისით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაიხვეწოს და ჩამოყალიბდეს, როცა სახეზეა პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა და ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელება. ინსპექტორის თქმით, შეხვედრაზე მოხდა საინტერესო ვერსიაზე შეჯერება, რომელიც შემდგომ განხილვებსაც მოიცავს.
2016 წლის 19 მარტს საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და მისი მოადგილე ნიკა ბრეგვაძე დაესწრნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეები, მთავარი პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.